Marca: "ლევანდოვსკისა და კანსელუს "ელ კლასიკოში" თამაშის უფლება არ უნდა მისცენ" » სპორტის ხაზი

Marca: "ლევანდოვსკისა და კანსელუს "ელ კლასიკოში" თამაშის უფლება არ უნდა მისცენ"

Marca: "ლევანდოვსკისა და კანსელუს "ელ კლასიკოში" თამაშის უფლება არ უნდა მისცენ"
5-04-2024, 21:40
Aa Aa
გაზიარება:

"ბარსელონამ" ლა ლიგის ბოლო დაპირისპირება "ლას პალმასთან" გამართა და 3 ქულაც მოიპოვა. მატჩის მსვლელობისას რობერტ ლევანდოვსკიმ და ჟოაუ კანსელუმ ყვითელი ბარათები მიიღეს, რაც მათთვის მე-5 აღმოჩნდა და ავტომალურად მომდევნო მატჩის გამოტოვებას ნიშნავს.

ფეხბურთელები "კადისთან" გასამართ შეხვედრას გამოტოვებენ და "რეალთან" დაპირისპირებისთვის, რომელიც 21 აპრილსაა ჩანიშნული ჩვეულებრივ დაესწრებიან, მაგრამ ცნობილი მადრიდული გამოცემა "Marca" სულ სხვა აზრზეა.

"ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარული კოდექსის თანახმად, ლევანდოვსკისა და კანსელუსთვის ერთ მატჩიანი დისვკალიფიკაცია საკმარისი არ არის და მათ ორი შეხვედრა უნდა გამოტოვონ იმიტომ, რომ ყვითელი ბარათები განზრახ მიიღეს", - იკითხება სტატიაში.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შანსი ძალიან დაბალია, რადგან რთულია იმის დამტკიცება, რომ ეს მართლა ასე მოხდა. გარდა ამისა, "კადისთან" მატჩში ყვითელი ბარათების გამო ინიგო მარტინესიც ვერ დაეხმარება კატალონიელებს, მაგრამ მასთნ დაკავშირებით "Marca"-ს პრობლემა არ ჰქონია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი