მოგეხსენებათ, რომ მანუელ ნოიერი "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების პირველი მეკარეა, თუმცა, როგორც იგი იუწყება, 1-2 წელში იგი ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს.
მისი დონის მეკარის პოვნა მარტივი როდია, ამიტომაც "რეკორდმაისტერებს" ამ საკითხზე მუშაობის დაწყება მალევე უწევთ.
გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ მომენტისათვის მაქს ებერლის ყველაზე მეტად დიეგო კოშტასა და მაიკ მენიოს კანდიდატურები ხიბლავს.
დიეგო 24 წლის მეკარეა, რომელიც შვეიცარიაშია დაბადებული, თუმცა პორტუგალიის ნაკრებისა და "პორტუს" კარს დარაჯობს.
რაც შეეხება მაიკ მენიოს, იგი ფრანგი მეკარეა, რომელმაც დონარუმას არ ყოფნა არც კი აგრძნობინა "მილანს" და საიმედოდ იცავს კარს.
ამ მომენტისათვის მხოლოდ ეს ორი მეკარე ჩანს რადარზე.
ამ ყველაფერზე "ბაიერნის" მეორე მეკარემ სვენ ულრაიხმაც გააკეთა კომენტარი.
"თითქმის შეუძლებელია მანუელის მსგავსი მეკარის პოვნა, იგი დიდებულად იცავს კარის ხაზს და ნამდვილი ლეგენდაა, თუმცა დადგება დრო, როდესაც მას ვიღაც ჩაანაცვლებს", - განაცხადა სვენმა.