ეროვნული ნაკრების ექიმი: "პენალტების სერიისას სამედიცინო დახმარება თავადვე მჭირდებოდა" » სპორტის ხაზი

ეროვნული ნაკრების ექიმი: "პენალტების სერიისას სამედიცინო დახმარება თავადვე მჭირდებოდა"

ეროვნული ნაკრების ექიმი: "პენალტების სერიისას სამედიცინო დახმარება თავადვე მჭირდებოდა"
5-04-2024, 19:01
Aa Aa
გაზიარება:

დინამო თბილისისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ექიმი, დათო ხარაბაძე საბერძნეთთან გამართულ პენალტების სერიას იხსენებს.

"პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ის დროს სა­თა­და­რი­გო სკა­მე­ბის უკან გა­ვე­დი და ჩა­ცუც­ქუ­ლი ვე­ლო­დი შე­დეგს, მა­შინ მთლი­ა­ნად ხალ­ხის რე­აქ­ცი­ებ­ზე ვი­ყა­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მარ­თლაც მჭირ­დე­ბო­და ექი­მი, ასეთ მო­მენ­ტებ­ში ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ვარ. მა­ნამ­დეც თვალს ვა­რი­დებ­დი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გუნ­დის სა­ხი­ფა­თო შე­ტე­ვებს, თვა­ლებს ვხუ­ჭავ­დი, რად­გან შიში მქონ­და, არ გა­ე­ტა­ნათ."

"სა­ერ­თოდ, როცა და­ძა­ბუ­ლი თა­მა­შე­ბია, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხში­რად ვარ, სპაზ­მუ­რი ხვე­ლა მე­წყე­ბა და ხში­რად უკი­თხავთ ჩემ­თვის, ცუ­დად ხომ არ ხარო. პე­ნალ­ტე­ბის დროს უკვე იმ­დე­ნად კულ­მი­ნა­ცია იყო, მარ­თლა ვე­ღარ გავ­ძე­ლი და მო­ედ­ნი­დან გა­მო­ვე­დი. მხო­ლოდ 2-2 პე­ნალ­ტის დარ­ტყმას და­ვეს­წა­რი, მერე, როცა ჩვენ­მა ჟორჟ მი­ქა­უ­ტა­ძემ ბურ­თი კარს აა­ცი­ლა, გა­სახ­დელ­ში ჩა­ვე­დი, იქ გა­ვი­გო­ნე გა­მარ­ჯვე­ბის ყი­ჟი­ნა და ამო­ვი­სუნ­თქე.."

"მერე იყო უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი, მა­შინ­ვე ვერა, თან­და­თან გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე რაც მოხ­და. უცებ ვილი სა­ნი­ოლს შე­ვე­ჩე­ხე და პირ­ვე­ლად ვნა­ხე მის თვალ­ზე ცრემ­ლი. მეთ­ქი, რა ხდე­ბა, გა­ვი­ხე­დე უკან და ხალ­ხის ტალ­ღა მო­დის ცუ­ნა­მი­ვით, აი, მერე აღა­რა­ფე­რი მახ­სოვს.. ვილი ბრწყინ­ვა­ლე პი­როვ­ნე­ბაა და ძა­ლი­ან კარ­გი მწვრთნე­ლიც რომ არის, ეს უკვე და­ამ­ტკი­ცა. რაც მთა­ვა­რია, ის არის მწვრთნე­ლი, რო­მე­ლიც გენ­დო­ბა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე და შენს ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პა­ტივს სცემს. ის ძა­ლი­ან უშუ­ა­ლო, უბ­რა­ლო და გუ­ლის­ხმი­ე­რი ადა­მი­ა­ნია, ასე­თი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან, მაგ­რამ რა თქმა უნდა, სამ­წვრთნე­ლო პრო­ცე­სის დროს არის ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნი და ეს ასეც უნდა იყოს. მე თუ მჭირ­დე­ბო­და ექი­მი, ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით, მას არ დას­ჭირ­ვე­ბია, რკი­ნის ნერ­ვე­ბის პატ­რო­ნია ვილი"
, - ამბობს ეროვნული ნაკრების ექიმი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი