გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიპის წინა შეხვედრაში უოტფორდის რიგებში ვერ ითამაშა, მიზეზად კი მოულოდნელი ავადმყოფობა დასახელდა.
როგორც ინგლისური მედია ამტკიცებს, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ავადობა სრულფასოვნად მოირჩინა, რის ხარჯზეც ჩაკვეტაძე ჩემპიონშიპის ხვალინდელ შეხვედრაში უოტფორდს დაეხმარება.
უოტფორდი ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის მატჩს პრესტონის წინააღმდეგ სახლში გამართავს. ეს შეხვედრა ჩვენი დროით 18:00 საათზე გაიმართება.
გიორგი ჩაკვეტაძემ უოტფორდის მაისურით მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე ჯამურად 34-ჯერ ითამაშა, რა დროშიც ქართველმა ნახევარმცველმა 1 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.