ფელიში: "ბარსელონაში" დარჩენა მსურს, მაგრამ... » სპორტის ხაზი

ფელიში: "ბარსელონაში" დარჩენა მსურს, მაგრამ...

ფელიში: "ბარსელონაში" დარჩენა მსურს, მაგრამ...
4-04-2024, 16:34
Aa Aa
გაზიარება:

"ბარსელონას" თავდამსხმელმა ჟოაუ ფელიქშმა მედიასთან რამდენიმე თემაზე ისაუბრა, მათ შორის თავის მომავალზეც.

"იმედი მაქვს, "ბარსა" ბერნარდო სილვას შეიძენს. ის მაღალი დონის ფეხბურთელია. აქაურობაზე ხშირად მეკითხება, რადგან მისი ოჯახი აქ ცხოვრობს.

"ბერნარდოს ვეუბნები, რომ ყველაფერი იდეალურადაა და ვცდილობ, რომ ჩვენთან გადმოსასვლელად დავითანხმო.

"ხავი? იმედი მაქვს, აზრს შეიცვლის და "ბარსელონაში" დარჩება. მას დიდებული იდეები აქვს, ახალგაზრდა მწვრთნელია და ქომაგებს ძალიან უყვართ.

"ჩემი მომავალი? აქ დარჩენა ძალიან მსურს, მაგრამ ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ვნახოთ, რა მოხდება მომავალ წელს, "კამპ ნოუზე" თამაშის გაგრძელება ძალიან მსურს. ვნახავთ, რა იქნება საჭირო აქ დასარჩენად", - განაცხადა ფელიქშმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი