საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა » სპორტის ხაზი

საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა

საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა
4-04-2024, 14:02
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები FIFA-ს განახლებულ რეიტინგში დაწინაურდა მას შემდეგ, რაც ევრო 2024-ის საგზური გაინაღდა.

აქამდე ქართველები 77-ე ადგილს იკავებდნენ, ახლა კი 2 პოზიციით წაიწიეს წინ ისრაელისა და გვინეას ნაკრებების ჩამოცილების შემდეგ.

ამჟამად ნაკრები 75-ე ადგილზეა და ბოსნია ჰერცოგინიას ძალიან ცოტათი ჩამორჩება. ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული მცირეოდენი წარმატებაც კი იქნება საკმარისი, რომ რეიტინგში მათზეც წინ გადაინაცვლონ, იქიდან გამომდინარე, რომ ბოსნიელები გერმანიაში გამართულ ტურნირზე ვერ მოხვდნენ.

რეიტინგს სათავეში მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა უდგას, რომელსაც საფრანგეთი და ბელგია მოსდევს (ბელგიელებმა ინგლისის ნაკრებს გადაუსწრეს განახლების შემდეგ და ამჟამად მე-3 ზე არიან). ხუთეულს კი ბრაზილია ხურავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი