მადრიდის რეალის ყოფილმა მარცხენა მცველმა, მარსელო ვიეირა და სილვა ჟუნიორმა თავისი ყოფილი თანაგუნდელებისგან თერთმეტეული შეადგინა.
გუნდის კარში დგას კეილორ ნავასი, ცენტრალური მცველები - სერხიო რამოსი და ტიაგო სილვა, ფლანგებზე ადგილს კი რობერტო კარლოსი და მარსიო რაფინიას დუეტი იკავებს. ცენტრს ამაგრებს ტრიო - კაზემირო, კროოსი და მოდრიჩი. შეტევა: ნეიმარ ჟუნიორი, კრიშტიანუ რონალდუ და რონალდო ნაზარიო.
მთავარ მწვრთნელად ორი სპეციალისტი დასახელდა - ზიდანი და ფერნანდო დინიზა. პირველთან ის ბერნაბეუზე მუშაობდა, მეორესთან კი ამჟამად, რიოში.
გეტყვით, რომ მარსელო ამჟამად ფლუმინენსეში ასპარეზობს.