დინამო თბილისმა და La Gazzetta dello Sport Georgia-მ მემორანდუმი გააფორმეს » სპორტის ხაზი

დინამო თბილისმა და La Gazzetta dello Sport Georgia-მ მემორანდუმი გააფორმეს

დინამო თბილისმა და La Gazzetta dello Sport Georgia-მ მემორანდუმი გააფორმეს
3-04-2024, 22:36
Aa Aa
გაზიარება:

3 აპრილს, დინამო თბილისსა და La Gazzetta dello Sport Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

"მხარეებს შორის თანამშრომლობის მიზანია, მეტი ჩართულობისა და ურთიერთქმედების ხელშეწყობა გულშემატკივრებსა და საფეხბურთო საზოგადოებას შორის.

მემორანდუმს ხელი „დინამო თბილისი“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ და La Gazzetta dello Sport Georgia-ს დამფუძნებელმა და SMH Sports-ის დირექტორმა ლაშა მაჭავარიანმა მოაწერეს.

La Gazzetta dello Sport Georgia უზრუნველყოფს, "დინამო თბილისის" მატჩების, ღონისძიებებისა და სხვადასხვა აქტივობების გაშუქებას ინოვაციური მულტიმედიის საშუალებით. მაყურებლებს/მკითხველებს ექნება ექსკლუზიური წვდომა უახლეს მოვლენებზე.

La Gazzetta dello Sport Georgia-ს მიზანია საზოგადოებას გააცნოს „დინამო თბილისის“ მიმდინარე მოვლენები, როგორც ძირითადი გუნდის შესახებ, ასევე, ასაკობრივი გუნდისა და „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიის სიახლეები და ნიჭიერი ფეხბურთელები. აუდიტორიას მოუყვეს ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა გუნდის გარშემო და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, „დინამო თბილისის“ ისტორია და ყველაზე ტიტულიანი ქართული კლუბის გამარჯვებები.

ხელმოწერის ცერემონიას დინამო თბილისის ვეტერანები, La Gazzetta dello Sport Georgia-ს წარმომადგენლები და სპორტული მედია დაესწრნენ.

ხელმოწერის შემდეგ თანამშრომლობის შესახებ კომენტარი ჩვენი კლუბის დირექტორმა ზაზა დოლიძემ და La Gazzetta dello Sport Georgia-ს დამფუძნებელმა ლაშა მაჭავარიანმა გააკეთეს:

​ზაზა დოლიძე: გავაფორმეთ ხელშეკრულება La Gazzetta dello Sport Georgia-სთან, რომელიც საერთაშორისო მედია თანამშრომლობას მოიცავს. რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვართ ამ ფაქტით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ მედია გამოცემასთან ვითანამშრომლებთ.

განსაკუთრებით, ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატების შემდეგ, რომელშიც ჩვენი აკადემიის წვლილი საკმაოდ დიდია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კლუბის ყოველდღიურობის შესახებ ინფორმაცია რაც შეიძლება ფართო მასებს მიეწოდოთ, მათ შორის რა თქმა უნდა, ევროპაშიც.

La Gazzetta dello Sport Georgia ცნობილი იტალიური გამოცემის ქართული ფრანჩაიზი, რომლის ოპერირების უფლება SMH Sports-მა მოიპოვა."
- ვკითხულობთ დინამო თბილისის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი