"ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი აბსოლუტურად თანამედროვე ფორვარდების პროტოტიპებს აყალიბებენ" - რას წერს უცხოური პრესა? » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი აბსოლუტურად თანამედროვე ფორვარდების პროტოტიპებს აყალიბებენ" - რას წერს უცხოური პრესა?

"ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი აბსოლუტურად თანამედროვე ფორვარდების პროტოტიპებს აყალიბებენ" - რას წერს უცხოური პრესა?
31-10-2022, 20:35
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ხვალ ლუჩანო სპალეტის გუნდი "ჩემპიონთა ლიგაში" ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ შეხვედრას ინგლისში, კერძოდ იურგენ კლოპის "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართავს. აი, რას წერს უცხოური პრესა ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის მომაკვდინებელ დუეტზე:

"სპალეტის გუნდი შესანიშნავი ორკესტრივითაა, მაგრამ მათ სოლისტები არ აკლიათ. ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც ენფილდზე იმ დიდების დემონსტრირება შეუძლიათ, რომელსაც სეზონის დასაწყისიდანვე საერთო ძალისხმევით აშენებენ. ამ მომენტისთვის ორივე ბრწყინვალე ფორმაშია, რაც მათ წინა შეხვედრაში სასუოლოს წინააღმდეგ მარადონაზე თამაშით დაამტკიცეს. ლივერპულისა და ნაპოლის დაპირისპირება ორივე ფეხბურთელისთვის იქნება ოცნების მატჩი, სადაც მათ წარმატებით თამაშით თავიანთი კვალის დატოვება შეუძლიათ."

"ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი აბსოლუტურად თანამედროვე ფორვარდების პროტოტიპებს აყალიბებენ. ნიგერიელი შემტევი თავისი ვერტიკალური გადაადგილებით მნიშვნელოვან სივრცეებს ათავისუფლებს, ხოლო კვარაცხელია მათ საუკეთესოდ ითვისებს. რვა გოლი ხვიჩას ანგარიშზე და უამრავი განსაკუთრებული მომენტი სრულ ჰარმონიაში."

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება ხვალ, 00:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი