პედრიმ მესისა და რონალდუს შორის ფავორიტი გამოარჩია » სპორტის ხაზი

პედრიმ მესისა და რონალდუს შორის ფავორიტი გამოარჩია

პედრიმ მესისა და რონალდუს შორის ფავორიტი გამოარჩია
2-04-2024, 21:10
Aa Aa
გაზიარება:

"ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელმა პედრიმ საფეხბურთო სამყაროში ყველაზე ხშირად დასმულ კითხვაზე - "მესი თუ რონალდუ?" თავისი პასუხი გასცა.

"რომელია ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, მესი თუ რონალდუ? რა თქმა უნდა, ეჭვიც არ არის, ლიონელი, მაგრამ კრიშტიანუც დიდებულია", - განაცხადა პედრიმ.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა ლიონელთან ერთად "ბარსელონაში" ითამაშა სანამ არგენტინელი "პსჟ"-ს მიაშურებდა.

შეგახსენებთ, რომ პედრი თავის კლუბს ჯერ ვერ ეხმარება, მისი ტრავმიდან დაბრუნების ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია, მაგრამ მედიკოსები მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ ჩემპიონთა ლიგაზე იგი გუნდს დაეხმაროს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი