ვინ შეიძლება შეცვალოს ტუხელი "ბაიერნში"? » სპორტის ხაზი

ვინ შეიძლება შეცვალოს ტუხელი "ბაიერნში"?

ვინ შეიძლება შეცვალოს ტუხელი "ბაიერნში"?
2-04-2024, 18:06
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ "ბაიერნში" სიტუაცია საკმაოდ არეულია და კლუბი იმ გუნდს არ ჰგავს, როგორიც ბოლო წლებიდან გვახსოვს. ამის გამოსასწორებლად ხელძღვანელობა ახალ მწვრთნელს აქტიურად ეძებს.

ტუხელმა იმედები ვერ გაამართლა, ამიტომაც გერმანიის მოქმედი ჩემპიონები მისი შემცვლელის ძიებაში არიან.

კანდიდატთა სიაში არიან იუიან ნაგელსმანი და რობერტო დე ძერბი. თუმცა იუიანის დაბრუნება ყველას როდი სურს. გერმანულ მედიაში იუწყებიან, რომ "რეკორდმაისტერების" ნაწილს არ სჯერა მისი ხედვების შეცვლის, რის გამოც აზრი ორად არის გაყოფილი.

დე ძერბიზე "ბარსელონაც" ნადირობს და "იუვეტუსიც", რაც შანსებს ოდნავ დაბლა სწევს.

ორივე მწვრთნელის წარმომადგენელთან ჰქონდათ მოლაპარაკება "ბაიერნის" უფროსობას, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

გარდა ამისა, რადარზე ჩანს რალფ რანგნიკიც, მაგრამ ნაგელსმანისა და დე ძერბის კანდიდატურა უფრო რეალურია, ვიდრე მისი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი