რამდენი მილიონი თურქი ცხოვრობს გერმანიაში? - არის შანსი, რომ საქართველოს თამაშზე უამრავი თურქი დაგვხვდეს » სპორტის ხაზი

რამდენი მილიონი თურქი ცხოვრობს გერმანიაში? - არის შანსი, რომ საქართველოს თამაშზე უამრავი თურქი დაგვხვდეს

რამდენი მილიონი თურქი ცხოვრობს გერმანიაში? - არის შანსი, რომ საქართველოს თამაშზე უამრავი თურქი დაგვხვდეს
2-04-2024, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი მეტოქეები პორტუგალია, ჩეხეთი და თურქეთი იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თავის სადებიუტო შეხვედრას 18 ივნისს თურქეთთან გამართავს.

ცხადია, როგორც თურქებისთვის, ისე ქართველებისთვის ცალკეული კვოტა გამოიყოფა და გერმანიაში ჩასულ გულშემატკივრებს სწორედ ამ კვოტის შევსება მოუწევთ.

მიუხედავად ამისა, ჩვენთვის საკმაოდ ცუდი ფაქტია ის, რომ 2020 წლის მონაცემებით, გერმანიაში 7 მილიონამდე თურქი ცხოვრობს, რომლებსაც დორტმუნდის სტადიონის გადავსებაც კი შეუძლიათ!

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, საქართველო გერმანიაში მხოლოდ ფორმალურად ითამაშებს, რადგან ტრიბუნები მთლიანად თურქეთის დროშებით იქნება გადაჭედილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი