ნაპოლის კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით » სპორტის ხაზი

ნაპოლის კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით

ნაპოლის კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით
2-04-2024, 12:15
Aa Aa
გაზიარება:

როგორც გახსოვთ, ხვიჩა კვარაცხელიას საბერძნეთის წინააღმდეგ 120 წუთი არ უთამაშია, რადგან ქართველმა ფეხბურთელმა ფეხი გაიჭიმა და მოედნის დატოვება მოუხდა.

კვარამ ნაპოლიში დაბრუნების შემდეგ ერთი თამაში უკვე გამოტოვა, რომელიც კალცონას შეგირდებმა ატალანტასთან 3:0 წააგეს.

ნაპოლის გაკეთებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ხვიჩამ ინდივიდუალურად უკვე ივარჯიშა, თუმცა დანამდვილებით მაინც ვერ ამბობენ იმას თუ რამდენად ითამაშებს ქართველი მონცასთან.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნაპოლი მონცას კვირას, 7 აპრილს შეხვდება და შეეცდება, რომ დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ ხასიათი აუტსაიდერთან მოგებით გამოისწოროს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი