სანიოლის ასისტენტი: "როცა ვილიმ დამირეკა, მაშინ ქარხანაში ვმუშაობდი" » სპორტის ხაზი

სანიოლის ასისტენტი: "როცა ვილიმ დამირეკა, მაშინ ქარხანაში ვმუშაობდი"

სანიოლის ასისტენტი: "როცა ვილიმ დამირეკა, მაშინ ქარხანაში ვმუშაობდი"
1-04-2024, 20:02
Aa Aa
გაზიარება:

ვილი სანიოლის ასისტენტი, ადელ შედლი იმ შეთავაზებას იხსენებს, რომელიც მან საქართველოს ნაკრების დამრიგებლისგან მიიღო.

აი, რას ამბობს შედლი:

"ვილი ჩემი ბავშვობის მეგობარია. ჩვენ სკოლაშიც კი ერთად დავდიოდით. 2006 წელს მე და სანიოლი სენტ-ეტიენში ვთამაშობდით, მას შემდეგ კი ნანახი საერთოდ არ მყავდა. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ გამიკვირდა მისი ზარის მიღება, ამას არ ველოდი."

"2013 წელს კარიერა იმიტომ დავასრულე, რომ თავი ჯანმრთელობის მწვავე პრობლემებმა იჩინა. ვილის ზარის დროს ქარხანაში ვმუშაობდი, ახლა კი მისი ასისტენტი ვარ, ეს საქმე კი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს"
, - თქვა ადელ შედლიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.