ზივზივაძემ შალკესთან 70 წუთი ითამაშა - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა? » სპორტის ხაზი

ზივზივაძემ შალკესთან 70 წუთი ითამაშა - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა?

ზივზივაძემ შალკესთან 70 წუთი ითამაშა - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა?
31-03-2024, 23:51
Aa Aa
გაზიარება:

ბუდუ ზივზივაძე საკლუბო ფეხბურთს დაუბრუნდა და ძირითად შემადგენლობაში გახლდათ. ქართველმა თავდამსხმელმა კარლსრუეში, შალკეს წინააღმდეგ ითამაშა და მოედანზე 70 წუთამდე დაჰყო. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

საფეხბურთო სტატისტიკების ვებსაიტმა Sofascore, ზივზივაძის ასპარეზობა აღნიშნულ შეხვედრაში 10-დან 6.6 ქულით შეაფასა.

27 ტურის შემდეგ კარლსრუემ 39 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზეა, სეზონის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე კი ბუნდესლიგის პლეი ოფის ზონაში მყოფ მესამეადგილოსან დიუსელდორფს შვიდი ქულით ჩამორჩება და ბუნდესლიგაში დაწინაურების შანსს ინარჩუნებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი