ესპანური გამოცემა: ჰალანდს მადრიდის "რეალში" თამაში სურს » სპორტის ხაზი

ესპანური გამოცემა: ჰალანდს მადრიდის "რეალში" თამაში სურს

ესპანური გამოცემა: ჰალანდს მადრიდის "რეალში" თამაში სურს
28-03-2024, 11:18
Aa Aa
გაზიარება:

გამოცემა AS იუწყება, რომ ერლინგ ჰალანდი მადრიდულ კლუბში თამაშით დაინტერესებულია.

ფეხბურთელი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ხედავს, როგორც ბრწყინვალე შესაძლებლობას, რათა საკუთარი თავი წარმოაჩინოს "რეალის" მესვეურებთან.

9 აპრილს "რეალი" "სიტის" უმასპინძლებენ სანტიაგო ბერნაბეუზე, ხოლო რემატჩი 10 დღის შემდეგ გაიმართება.

გავრცელებული ხმების თანახმად, თავდაპირველად ჰალანდი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაბარგებას 2025 წელს გეგმავდა, მაგრამ ახლა, როდესაც ესპანური გრანდი კილიან მბაპეთია დაინტერესებული, ერლინგიც აჩქარდა და გეგმა შეცვალა, რათა დაამტკიცოს, ისიც ისეთივე განუზომელი მნიშვნელობის იქნება მადრიდელებისთვის, როგორც მბაპე.

"სიტის" რა თქმა უნდა სურს, ნორვეგიელი შეინარჩუნოს, მაგრამ ჰალანდის აგენტი ცდილობს პრემიერ ლიგის ჩემპიონები დაარწმუნოს "რეალთან" გაშვების თაობაზე სპეციალური პირობებით მოლაპარაკებაზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.