"იცოდით, რომ ხვიჩა..", - რა პოსტს აქვეყნებს იტალიის საელჩო კვარაცხელიაზე? (ფოტო) » სპორტის ხაზი

"იცოდით, რომ ხვიჩა..", - რა პოსტს აქვეყნებს იტალიის საელჩო კვარაცხელიაზე? (ფოტო)

"იცოდით, რომ ხვიჩა..", - რა პოსტს აქვეყნებს იტალიის საელჩო კვარაცხელიაზე? (ფოტო)
31-10-2022, 15:40
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიამ უკვე მთელი მსოფლიო აალაპარაკა - საქართველოდან იტალიაში ჩასული ახალგაზრდა ფეხბურთელი მწვერვალებს იპყრობს და ყოველ მატჩში გულშმატკივარს "რაღაც ახალს" სთავაზობს.

მისი წარმატებული თამაში არც იტალიის საელჩოს გამორჩენია და 21 წლის მოთამაშეზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნეს:

"იცოდით, რომ ხვიჩა კვარაცხელია უკვე მოხვდა სერია A-ს ისტორიაში?

"სასუოლოსთან" მატჩში გატანილი გოლისა და ორი საგოლე გადაცემის შემდეგ, კვარაცხელია ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა (დიეგო მილიტოსა და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ) სერია A-ს საწყის თორმეტ მატჩში მიღწეული ასეთი შედეგით.

"ჩემპიონთა ლიგაში" მიღწევების გარდა, "ნაპოლის" რიგებში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 11 საგოლე შეტევაში მონაწილეობა, 6 გატანილი გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. ვულოცავთ ნიჭიერ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს წარმატებულ თამაშსა და შთამბეჭდავ შედეგებს!
", - წერია საელჩოს განცხადებაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი