"მენეჯერმა ბიჭს დაუძახა და..." - ოსიმენთან გადაღებული ფოტოების გამო “რომას” სტიუარდი სამსახურიდან დაითხოვეს » სპორტის ხაზი

"მენეჯერმა ბიჭს დაუძახა და..." - ოსიმენთან გადაღებული ფოტოების გამო “რომას” სტიუარდი სამსახურიდან დაითხოვეს

"მენეჯერმა ბიჭს დაუძახა და..." - ოსიმენთან გადაღებული ფოტოების გამო “რომას” სტიუარდი სამსახურიდან დაითხოვეს
31-10-2022, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

"რომასა" და "ნაპოლის" მატჩის დროს მატეო ლო სისერო სტიუარდი იყო. მატეოს ოცნება პარტენოპეის ფეხბურთელთან, ვიქტორ ოსიმენთან შეხვედრა და მასთან ფოტოს გადაღება იყო.

მატჩის შემდეგ სტიუარდმა ეს მოახერხა, თუმცა ამ საქციელის გამო, მას ფორმის გახდა მოთხოვეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს.

“ეს ბიჭი კანკალებდა სიხარულისგან. მან მისი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი გაიცნო, ფოტოები გადაიღეს და ისაუბრეს. შემდეგ მენეჯერმა ბიჭს დაუძახა და ფორმის გახდა მოთხოვა. ოსიმენმა ჰკითხა, თუ რამდენი უნდა გადაეხადათ მისთვის და თანხის დასახელების შემდეგ, უთხრა, რომ მას მალე დაუკავშირდებოდნენ.

თუმცა მატეოსთვის სამსახურზე უფრო მნიშვნელოვანი ოსიმენთან საუბარი და ფოტოები იყო. აქამდეც უამრავი ფოტო ჰქონდა ვიქტორის ტელეფონში და ოცნება აუხდა.” – დაწერა ჟურნალისტმა მანუელ გარდასოლემ.


შეგახსნებთ იმასაც, რომ "ნაპოლისა" და "რომას" დაპირისპირებაში მხოლოდ ერთი გოლი ვიხილეთ, ის კი ვიქტორ ოსიმენის ანგარიშზე იყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი