ბუქმეიკერები აზრს იცვლიან - საქართველოს მოგებაზე კოეფიციენტი დაეწია! » სპორტის ხაზი

ბუქმეიკერები აზრს იცვლიან - საქართველოს მოგებაზე კოეფიციენტი დაეწია!

ბუქმეიკერები აზრს იცვლიან - საქართველოს მოგებაზე კოეფიციენტი დაეწია!
26-03-2024, 20:12
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მატჩის დაწყებამდე სულ რამდენიმე ათეული წუთი რჩება!

აღსანიშნავია, რომ მატჩამდე 1 საათით ადრე ბუქმეიკერებმა ფავორიტობასთან დაკავშირებით აზრი შეიცვალეს.

საქართველოს წინა დღეებში მოგებაზე 3.60 კოეფიციენტი ჰქონდა, ახლა კი ქართველებს 3.25 აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუქმეიკერები მასპინძლებს იმაზე მეტ შანსს აძლევენ, ვიდრე ეს აქამდე იყო.

გეტყვით იმასაც, რომ კოეფიციენტის ცვლილებაა საბერძნეთთან დაკავშირებითაც. ამ მომენტისთვის ბერძნებს მოგებაზე 2.30 კოეფიციენტი აქვთ.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მატჩი 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირი რეპორტაჟი კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი