"აბა დაგვთვალეთ, თუ რამდენი ვიქნებით" - ბერძნები დიდ გულზე არიან » სპორტის ხაზი

"აბა დაგვთვალეთ, თუ რამდენი ვიქნებით" - ბერძნები დიდ გულზე არიან

"აბა დაგვთვალეთ, თუ რამდენი ვიქნებით" - ბერძნები დიდ გულზე არიან
26-03-2024, 15:51
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს 21:00 საათზე უმასპინძლებს და შეეცდება, რომ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, დინამო არენაზე დასასწრები ყველა ბილეთი რეალიზებულია. ბერძენი ქომაგებისთვის გამოყოფილი ბილეთების გამოკლებით, საქართველოს მხარს დაახლოებით 53 000 ადამიანი დაუჭერს.

ამის შესახებ ბერძნებიც ალაპარაკდნენ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ისინი იმაზე მეტნი იქნებიან, ვიდრე ეს ქართველებს ჰგონიათ:

"აბა, ჩვენ დაგვთვალეთ, თუ რამდენი ვართ", - სწორედ ეს წარწერა აქვს ზედ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელიც ბერძენ ქომაგს ერთიანობისკენ მოუწოდებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ დინამო არენაზე 500-2300 (ზუსტი რიცხვი ჯერ დაუდგენელია) ბერძენი უნდა გამოჩნდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი