ესპანური მედია: "მამარდაშვილი ევრო 2024-ზე გასვლით სატრანსფერო ფასს გაიზრდის" » სპორტის ხაზი

ესპანური მედია: "მამარდაშვილი ევრო 2024-ზე გასვლით სატრანსფერო ფასს გაიზრდის"

ესპანური მედია: "მამარდაშვილი ევრო 2024-ზე გასვლით სატრანსფერო ფასს გაიზრდის"
26-03-2024, 15:44
Aa Aa
გაზიარება:

ესპანურმა მედიამ, კერძოდ Cadena SER-მა საქართველოსა და საბერძნეთის დღევანდელი დაპირისპირება გიორგი მამარდაშვილის კუთხით განიხილა.

როგორც ისინი წერენ, თუ საქართველო საბერძნეთს დაამარცხებს და მამარდაშვილიც ევროპის ჩემპიონატზე გავა, ამით ვალენსიას მეკარის ღირებულება საგრძნობლად გაიზრდება, რაც "ღამურებისთვის" ძალიან კარგი სიახლე უნდა იყოს:

"იმ შემთხვევაში, თუ მასპინძლები სტუმრებს დაამარცხებენ და ევრო 2024-ზე გავლენ, გიორგი მამარდაშვილის ფასი საგრძნობლად უნდა გაიზარდოს, რის ხარჯზეც ვალენსიას შეუძლია სარგებლობა."

"მიუხედავად ამისა, უფრო სწორი იქნებოდა, თუ ვალენსია ქართველ მეკარეს დაიტოვებდა, რომელსაც წინ ჯერ კიდევ უდიდესი პოტენციალი აქვს. გიორგი მამარდაშვილი არის ფეხბურთელი, რომელიც ქულების მოპოვებაში გეხმარება"
, - წერენ ესპანელები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.