ზაზა ფაჩულია: "საქართველო ერთადაა, გამარჯვება ჩვენ უფრო გვჭირდება" » სპორტის ხაზი

ზაზა ფაჩულია: "საქართველო ერთადაა, გამარჯვება ჩვენ უფრო გვჭირდება"

ზაზა ფაჩულია: "საქართველო ერთადაა, გამარჯვება ჩვენ უფრო გვჭირდება"
26-03-2024, 15:38
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს 21:00 საათზე უმასპინძლებს და შეეცდება, რომ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდეს.

მატჩამდე ქართველი ფეხბურთელებისა და ზოგადად, ამ მატჩთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი იწერება. აღნიშნულ შეხვედრას ზაზა ფაჩულია გამოეხმაურა და ეროვნული ნაკრების ბიჭებს ლეგენდამ წარმატებები უსურვა:

"არაფერია იმაზე ღირებული, როცა წარმატებას შენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან ერთად აღწევ. იმ ერთიანობამ და სულისკვეთებამ, რომელიც დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით გვაქვს, დიდ გამარჯვებამდე უნდა მიგვიყვანოს."

"მინდა, ნაკრების ყველა წევრს, განსაკუთრებით ფეხბურთელებს წარმატება და საკუთარი ოცნების ახდენა ვუსურვო. ეს გამარჯვება ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება! საქართველო ერთადაა"
, - წერს ფაჩულია სოციალურ ქსელში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.