სრული სიგიჟე | ბერძნებისთვის განკუთვნილი ბილეთებიც ქართველებმა იყიდეს? » სპორტის ხაზი

სრული სიგიჟე | ბერძნებისთვის განკუთვნილი ბილეთებიც ქართველებმა იყიდეს?

სრული სიგიჟე | ბერძნებისთვის განკუთვნილი ბილეთებიც ქართველებმა იყიდეს?
26-03-2024, 15:29
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ჩვენი დროით 21:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები დინამო არენაზე საბერძნეთს უმასპინძლებს და შეეცდება, რომ ისტორიულად უხერხული მეტოქე პირველად დაამარცხოს, ამით კი ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვოს, რომელიც ამ ზაფხულს გაიმართება.

თამაშის დაწყებამდე ქართულ მედიაში შოკისმომგვრელი ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც ჯერჯერობით არ დასტურდება, თუმცა არც არაფრის გამორიცხვა შეიძლება.

აი, რა ინფორმაციაზეა საუბარი:

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბერძნებისთვის გამოყოფილი ბილეთების (2 300) გარკვეული ნაწილი (ზუსტი რიცხვი არ დაწერილა) საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველებმა შეიძინეს."

"ოფიციალური მონაცემებით, ბერძენმა ქომაგებმა ფინალზე დასასწრები მხოლოდ 500 ბილეთი იყიდეს"
, - იწერება ქართულ მედიაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.