"ყოველი დღე მიზნისთვის უნდა იშრომო" - სანიოლის მატჩისწინა კომენტარი » სპორტის ხაზი

"ყოველი დღე მიზნისთვის უნდა იშრომო" - სანიოლის მატჩისწინა კომენტარი

"ყოველი დღე მიზნისთვის უნდა იშრომო" - სანიოლის მატჩისწინა კომენტარი
25-03-2024, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი საბერძნეთთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალამდე მედიას შეხვდა და ხვალინდელ, საფინალო მატჩზე ისაუბრა.

"რამდენად კარგად გრძნობენ თავს ნაკრების წევრები? იყო 4-5 დღე თამაშამდე, წინა მატჩისგან განსხვავებით და აღდგენებისთვის მეტი დრო მოგვეცა. ლუქსემბურგის შემდეგ 26-ივე მოთამაშე მზად არის. დაგვრჩა ბოლო ვარჯიში. მეტოქეს რაც შეეხება, არ მინდა ამაზე საუბარი, რადგან მირჩევნია, ყურადღება საკუთარ გუნდზე გავამახვილოთ.

როდესაც გავიგეთ, რომ საბერძნეთს შევხდებოდით, ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, რადგან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. ფინალი და მოგება ორივეს გვინდა. გამარჯვებულის მენტალიტეტია, რას გააკეთებ გუნდისთვის. ოცნება ყველას შეუძლია, მაგრამ თამაში ცოტას. ყოველი დღე მიზნისთვის უნდა იშრომო.

მინდა, მივულოცო ჩემს ფეხბურთელებს, რადგან მათში არის წინსვლის მისწრაფება და ახლა უფრო მზად არიან მნიშვნელოვანი თამაშებისთვის, ვიდრე ოდესმე.

თამაში შეიძლება 120 წუთი გაგრძელდეს. მაგრამ, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩემი გუნდი ყველაფრისთვის მზადაა.

გვესმის, რომ პენალტების სერიაც შეიძლება იყო და ამაზეც ვვარჯიშობთ"
– თქვა სანიოლმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.