პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელმა კილიან მბაპემ ფრანგულ მედიასთან თავის მომავალზე კიდევ ერთხელ ისაუბრა:
"ევროპის ჩემპიონატზე მშვიდად ვიქნები და ხალხიც მშვიდად იქნება, რადგან ყველაფერი გეცოდინებათ. პსჟ-სთვის ჩემი მომავალი თემა აღარ არის, ამაზე აღარავინ მელაპარაკება" - თქვა საფრანგეთის ნაკრების ახალგაზრდა მოთამაშემ.