პაოკიდან თბილისის დინამოში - გორდეზიანი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს » სპორტის ხაზი

პაოკიდან თბილისის დინამოში - გორდეზიანი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

პაოკიდან თბილისის დინამოში - გორდეზიანი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
25-03-2024, 11:00
Aa Aa
გაზიარება:

ეროვნულ ლიგაში მორიგი საინტერესო ტრანსფერი ვიხილეთ.

"დინამო თბილისსა და სალონიკის პაოკს შორის ვასილიოს გორდეზიანის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების თავდამსხმელი კარიერას თბილისურ კლუბში გააგრძელებს. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2026 წლის ბოლომდე გაფორმდა.

ვასილიოს გორდეზიანი პაოკის აკადემიის აღზრდილია, ბერძნული კლუბის თითქმის ყველა ასაკობრივ გუნდში აქვს ნათამაშები, პირველი გუნდის მაისური კი ორჯერ მოირგო. გორდეზიანი ბოლოს პაოკ B-ში ასპარეზობდა, რომელიც საბერძნეთის რანგით მეორე ლიგაში გამოდის. საერთო ჯამში ახალგაზრდა ცენტრალურ თავდამსხმელს პაოკ B-ში 45 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 11 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

რაც შეეხება გორდეზიანის სანაკრებო კარიერას, მას საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში სამი შეხვედრა აქვს გამართული და ერთი გოლით გამოიჩინა თავი.

ვასილიოს გორდეზიანი დინამო თბილისს 21-წლამდე ნაკრების შეკრების დასრულებისთანავე შეუერთდება."
- ვკითხულობთ დინამო თბილისის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი