"სიტი უმადურად მეპყრობოდა" - ჟოაო კანსელო გვარდიოლას აკრიტიკებს » სპორტის ხაზი

"სიტი უმადურად მეპყრობოდა" - ჟოაო კანსელო გვარდიოლას აკრიტიკებს

"სიტი უმადურად მეპყრობოდა" - ჟოაო კანსელო გვარდიოლას აკრიტიკებს
25-03-2024, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

ჟოაო კანსელო მანჩესტერ სიტიმ მოულოდნელად ბაიერნში იჯარით გაუშვა. 6 თვის შემდეგ კი, იგი ბარსელონაში გადავიდა.

ხშირად იწერებოდა იმის შესახებ, რომ კანსელოსა და პეპ გვარდიოლას შორის კონფლიქტი მოხდა. აღნიშნულ საკითხზე მედიასთან თავად კანსელომ ისაუბრა:

"ცუდი თანაგუნდელი არასდროს ვყოფილვარ და ეს შეგიძლიათ ნათან აკეს ან რიკო ლუისს ჰკითხოთ. მათ მიმართ არასრულფასოვნების კომპლექსი არ მქონია, ეს მწვრთნელის აზრია. მე აქ დავრჩი, რადგან ეს არაა სიმართლე. ვფიქრობ, სიტი უმადურად მეპყრობოდა, როცა გუნდში ჩემზე ამას ამბობდნენ, რადგან წლების განმავლობაში მათთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყავი.

მე არასდროს გამიცრუებია კლუბისა და გულშემატკივრების იმედები, ყოველთვის ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებდი. მახსოვს ერთხელ, როცა გამძარცვეს, მეორე დღეს "ემირეიტსზე" არსენალის წინააღმდეგ ვითამაშე. ეს ისეთი რაღაცებია, რასაც ვერ დაივიწყებ. ჩემი ცოლი და ქალიშვილი სახლში შეშინებული დავტოვე. გვარდიოლას ბევრად უფრი დიდი ძალაუფლება აქვს, როცა რამეს იძახის, ვიდრე მე.

გარკვეული გარემოებების გამო გასულ წელს მიუნხენის ბაიერნში იჯარით გამიშვეს. მიუხედავად იმისა, რომ სიტიმ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მე ამას არ ვნანობ. ვგრძნობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე - წავედი კლუბში, რომელშიც ჩემი ყოფნა სურდათ. ამ კლუბმა 6 თვის განმავლობაში ბევრი რამ მომცა."
- თქვა პორტუგალიელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.