ხვიჩა კვარაცხელია: "გოლს ვინ გაიტანს, ამაზე არ ვფიქრობთ, მთავარია, რომ მოვიგოთ" » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელია: "გოლს ვინ გაიტანს, ამაზე არ ვფიქრობთ, მთავარია, რომ მოვიგოთ"

ხვიჩა კვარაცხელია: "გოლს ვინ გაიტანს, ამაზე არ ვფიქრობთ, მთავარია, რომ მოვიგოთ"
24-03-2024, 21:42
Aa Aa
გაზიარება:

ეროვნული ნაკრები ვარჯიშს განაგრძობს. საქართველო 26 მარტს საბერძნეთს უმასპინძლებს და ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ.

იქამდე ჩვენი ნაკრების უდავო ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარს გთავაზობთ, რომელსაც ეროვნული გუნდის ვებგვერდი ავრცელებს:

"რა თქმა უნდა, დადებითი ემოციით ვხვდებით ამ თამაშს, იმიტომ რომ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის თამაში გვიწევს, რაც ასევე პასუხისმგებლობაა. ვემზადებით, მოლოდინში ვართ, როცა მოვა მოედანზე გასვლის წამი და მაქსიმუმს გავაკეთებთ. ვფიქრობ, კარგ კონდიციაში ვარ, ნაკრებს ჩემს მაქსიმუმს დავახმარ და იმედი მაქვს, რომ გამარჯვებაში დავეხმარები."

"არ აქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს, მთავარია, რომ ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ. ძლიერი მოიგებს და იმედი მაქვს, რომ თამაშის დღეს ჩვენ ვიქნებით ძლიერი ნაკრები. მათ პატივს ვცემთ, ვიცით მათი სიძლიერე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მეტოქეს უხარია ამდენი გულშემატკივრის წინაშე ფინალის საქართველოში თამაში"
, - ამბობს კვარა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.