როდესაც მარჩინიაკმა საქართველო-საბერძნეთი განსაჯა, მაშინ კვარაცხელიამ გაიტანა! » სპორტის ხაზი

როდესაც მარჩინიაკმა საქართველო-საბერძნეთი განსაჯა, მაშინ კვარაცხელიამ გაიტანა!

როდესაც მარჩინიაკმა საქართველო-საბერძნეთი განსაჯა, მაშინ კვარაცხელიამ გაიტანა!
24-03-2024, 20:09
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე დაიწერა, საქართველოსა და საბერძნეთის უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას საკმაოდ გამოცდილი არბიტრი, სიმონ მარჩინიაკი განსჯის.

აღსანიშნავია, რომ პოლონელ მსაჯს საქართველოსა და საბერძნეთის მატჩზე აქამდეც უმუშავია, ის შეხვედრა კი ფრედ, 1:1 დასრულდა.

საქმე ეხება საბერძნეთში გამართულ მატჩს, როდესაც თავად ბერძნებს გოლი არც კი გაუტანიათ. ჩვენს კარში ბურთი ოთარ კაკაბაძემ ჩაჭრა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიამ მალევე ულამაზესი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

ზოგადად, იმ შეხვედრას თუ შევაფასებთ, აშკარა იყო, რომ ბერძნები წაგებას გადაურჩნენ. ის კონკრეტული დაპირისპირება საქართველომ საკმაოდ კარგად ჩაატარა და ქართველი გულშემატკივარი მხოლოდ და მხოლოდ ქულის მოპოვებით უკმაყოფილოც კი დარჩა.

იმედი დავიტოვოთ, რომ კვარა საბერძნეთს ისევ გაუტანს და მარჩინიაკის ფეხი საქართველოში იღბლიანი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.