ღირსეული საქციელი | კარლსრუემ ბუდუ ზივზივაძეს წარმატებით თამაში მიულოცა! » სპორტის ხაზი

ღირსეული საქციელი | კარლსრუემ ბუდუ ზივზივაძეს წარმატებით თამაში მიულოცა!

ღირსეული საქციელი | კარლსრუემ ბუდუ ზივზივაძეს წარმატებით თამაში მიულოცა!
23-03-2024, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ბუდუ ზივზივაძემ 21 მარტის შეხვედრაში ლუქსემბურგს 2 გოლი გაუტანა და საქართველოს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

კარიერის ამ ეტაპზე ქართველი ფორვარდი გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, კერძოდ კარლსრუეში თამაშობს, რომელსაც ბუდუს წარმატებით თამაში არ გამოჰპარვია.

აი, რას წერს კარლსრუეს ოფიციალური გვერდი Facebook-ზე:

"ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალში ბუდუ ზივზივაძემ საქართველოს ნაკრებში ითამაშა. მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გუნდმა თბილისში ლუქსემბურგის ნაკრები 2:0 დაამარცხა, ორივე გოლი ჩვენი გუნდის თავდამსხმელმა გაიტანა.

მომავალ სამშაბათს, 26 მარტს საქართველოს ნაკრები ფინალურ შეხვედრაში, თბილისში საბერძნეთს დაუპირისპირდება. წარმატებებს გისურვებთ, ბუდუ. კარლსრუეში ამ შეხვედრას მოუთმენლად ველით“
, - წერს გერმანული კლუბი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი