"რთული თამაში გველოდება" - ბერძენთა მთავარი მწვრთნელის კომენტარი დაპირისპირებაზე » სპორტის ხაზი

"რთული თამაში გველოდება" - ბერძენთა მთავარი მწვრთნელის კომენტარი დაპირისპირებაზე

"რთული თამაში გველოდება" - ბერძენთა მთავარი მწვრთნელის კომენტარი დაპირისპირებაზე
22-03-2024, 18:53
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდება.

საბერძნეთის ნაკრებმა ყაზახები 5:0 დაამარცხა, მატჩის შემდეგ, მოახლებულ მატჩზე ისაუბრა ბერძენთა დამრიგებელმა გუსტავო პოიეტმა:

"ევროპის ჩემპიონატზე თამაში ყოველთვის ჩვენი გეგმის ნაწილია და გვსურს, რომ აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობა მივიღოთ. საქართველოს ნაკრებთან რთული თამაში გველოდება. ჩვენი ნაკრების რიგებში ყველა მზად არის და ჩვენ სრულად მზადყოფნაში ვართ.

ჩვენი მეტოქე ძლიერი და კარგი გუნდია და მათ ასევე შესანიშნავი ფეხბურთელი დაუბრუნდებათ და რთული შეხვედრა გველოდება, მაგრამ არც მათთვის იქნება მარტივი. ჩვენ შევეცდებით, რომ ჩვენი თავი ღირსეულად წარმოვაჩინოთ და ვიასპარეზოთ ევროპის ჩემპიონატზე."
- თქვა პოიეტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი