ცნობილია - როდის დაიწყება საფინალო მატჩის ბილეთების გაყიდვა? » სპორტის ხაზი

ცნობილია - როდის დაიწყება საფინალო მატჩის ბილეთების გაყიდვა?

ცნობილია - როდის დაიწყება საფინალო მატჩის ბილეთების გაყიდვა?
22-03-2024, 18:44
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ მატჩს 26 მარტს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში, TKT.GE-ზე გაიყიდება. ბილეთების რეალიზაცია 23 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების შეძენისას, თითოეული ბილეთისთვის უნდა მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია - ბილეთის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა (არასრულწლოვანის შემთხვევაში - მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია).

საქართველო - საბერძნეთის მატჩი 26 მარტს, დინამო არენაზე გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი უცვლელია და კვლავ 10, 20, 30 და 50 ლარს შეადგენს.

ინფორმაცია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის: ეტლით მოსარგებლე პირს შეუძლია ერთი ბილეთის მოთხოვნა, რომელიც სტადიონის ტერიტორიაზე თანმხლებ პირთან ერთად შესვლის უფლებას აძლევს. მატჩის ბილეთებს 24 საათის განმავლობაში მიიღებთ მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით. გაითვალისწინეთ, რომ ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. ბილეთების მისაღებად event@tkt.ge-ზე გამოაგზავნეთ პირადობის მოწმობის და შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი. (NAKREBI.GE)

ცნობილია - როდის დაიწყება საფინალო მატჩის ბილეთების გაყიდვა?


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი