"მბაპე მადრიდის რეალში?" - ლუის ენრიკე შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"მბაპე მადრიდის რეალში?" - ლუის ენრიკე შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

"მბაპე მადრიდის რეალში?" - ლუის ენრიკე შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს
22-03-2024, 12:45
Aa Aa
გაზიარება:

პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კილიან მბაპეს მადრიდის რეალში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

"მბაპეს ტრანსფერი მადრიდის რეალში? არ ვიცი, არავინ იცის. მხოლოდ კილიანმა იცის. როდესაც ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩვენ მზად ვიქნებით მათ მოსასმენად." - განაცხადა ლუის ენრიკემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი შემტევი ზაფხულში დიდი ალბათობით პსჟ-ს დატოვებს და კარიერას სამეფო კლუბში გააგრძელებს. მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე 37 მატჩში 38 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი