ქართულ მედიასთან ყოფილმა ლუქსემბურგელმა ფეხბურთელმა, ჯეფ შტრასერმა ისაუბრა, რომელმაც დღევანდელ მატჩზე კომენტარი გააკეატა.
აი, რას ამბობს შტრასერი, რომელსაც თავის ნაკრებში 98 მატჩი აქვს ჩატარებული:
"ჩვენს ქვეყანაშიც ყველა საქართველოსთან თამაშზე ლაპარაკობს. ეს უნიკალური შესაძლებლობაა ორივე ქვეყნისთვის, რათა რაღაც ახალს და განსაკუთრებულს მიაღწიოს."
"ვფიქრობ, გუნდებმა ასეთი გაზრდილი მოლოდინები და წნეხი დადებითი კუთხით უნდა მიიღონ. ლუქსემბურგში ვაპირებთ, რომ ქუჩებში დიდი ეკრანები დავაყენოთ და ფეხბურთს სახალხოდ ვუყუროთ."
"ლუქსემბურგიდან საქართველოში ჩამოსვლა არც ისე მარტივია, თუმცა, როგორც მითხრეს, 500-1000 ლუქსემბურგელი დინამოზე მაინც იქნება", - ამბობს შტრასერი