ლუქსემბურგს ბევრი ქომაგი ვერ ჩამოჰყვება? - კარგი სიახლე საქართველოსთვის » სპორტის ხაზი

ლუქსემბურგს ბევრი ქომაგი ვერ ჩამოჰყვება? - კარგი სიახლე საქართველოსთვის

ლუქსემბურგს ბევრი ქომაგი ვერ ჩამოჰყვება? - კარგი სიახლე საქართველოსთვის
8-02-2024, 12:50
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, ლუქსემბურგის მედიაში დაიწერა, რომ მათი ქვეყნიდან თბილისისკენ ჩარტერული რეისი გაუქმებულია.

როგორც ისინი წერენ, ლუქსემბურგის ფეხბურთის ასოციაციას შეთანხმებული თანხა 170-დან მხოლოდ 107-მა პიროვნებამ გადაურიცხა, რის გამოც გეგმები ჩაშლილია.

შესაბამისად, ეს ყოველივე იმას ნიშნავს, რომ ლუქსემბურგიდან საქართველოსკენ გამოფრენა იმაზე რთული და ძვირი იქნება, ვიდრე ეს აქამდე მოიაზრებოდა, რაც აჩენს შანსს, რომ მარტის შეხვედრაში სულ რამდენიმე ათეული ლუქსემბურგელი ჩამოვიდეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის 1/2-ფინალი 21 მარტს, ჩვენი დროით 21:00 საათზე დინამო არენაზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი