21 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება.
ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი შეეცდება, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგის დამარცხებით საფინალო საგზური მოიპოვოს, სადაც საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილში გამარჯვებულს შევხვდებით.
მატჩამდე ერთი დღეა დარჩენილი და უცხოური გამოცემები ჩვენი შეხვედრის შესახებ უკვე აქტიურად წერენ.
აი, როგორ შემადგენლობას ელიან ისინი საქართველოს ეროვნული ნაკრებისგან:
მამარდაშვილი - კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი - კაკაბაძე, გოჩოლეიშვილი, კანკავა, კვეკვესკირი, ჩაკვეტაძე - მიქაუტაძე, ზივზივაძე.