დასაფასებელი საქციელი - ილია თოფურიამ სიმსივნით დაავადებულ ბავშვს ოპერაცია დაუფინანსა » სპორტის ხაზი

დასაფასებელი საქციელი - ილია თოფურიამ სიმსივნით დაავადებულ ბავშვს ოპერაცია დაუფინანსა

დასაფასებელი საქციელი - ილია თოფურიამ სიმსივნით დაავადებულ ბავშვს ოპერაცია დაუფინანსა
19-03-2024, 19:10
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ბერი ანდრიას ფონდს ესტუმრა.

"UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია “EL Matador” ,,ბერი ანდრიას ფონდს” ესტუმრა და ფონდის შვილობილები მოინახულა.
ჩემპიონი ფონდის კეთილი ნების ელჩია, მან გამარჯვებისთვის მიღებული თანხით ერთ-ერთი შვილობილის ოპერაცია დააფინანსა.
MMA-ის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია “EL Matador” თოფურია, როგორც კეთილი ნების ელჩი, განაგრძობს ფონდთან აქტიურ თანამშრომლობას და მუდმივად ეხმარება სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობასა და რეაბილიტაციას!
"ბერი ანდრიას ფონდი" და დედა თინათინი გულწრფელ მადლობას უხდის ჩემპიონს თანადგომისათვისა და კეთილ საქმეში მონაწილეობისთვის!"
- ვკითხულობთ ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი