მორიგი უპატივცემულობა - დვალიშვილს პაულო კოსტამ საჭმელი ისევ მოპარა » სპორტის ხაზი

მორიგი უპატივცემულობა - დვალიშვილს პაულო კოსტამ საჭმელი ისევ მოპარა

მორიგი უპატივცემულობა - დვალიშვილს პაულო კოსტამ საჭმელი ისევ მოპარა
19-03-2024, 18:43
Aa Aa
გაზიარება:

პაულო კოსტა UFC-ის მებრძოლია, რომელიც საშუალო წონით დივიზიონში ასპარეზობს. ბრაზილიელისგან ხშირად გაგვიგია, რომ UFC Performance Institute-ში ყოფნისას მერაბ დვალიშვილის საჭმელს იპარავდა და „მანქანის“ გემოვნებაც შეუქია. კოსტა აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს თუ როგორ იპარავს იგი დვალიშვილის საჭმელს.

"UFC Performance Institute-ში ვიმყოფებით და ესაა ადგილი, სადაც სპორტსმენთა საჭმელები ინახება. მოდი, ვნახოთ, დღეს ვის საჭმელს ავიღებ. მერაბ დვალიშვილის საჭმელი მომწონს, საუკეთესო ვარიანტია. ქართული სამზარეულო ძალიან მაგარია. მერაბ, მადლობა. შენ წონის მომატება არ გჭირდება, მე მჭირდება" - წერს კოსტა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი