საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება დაიწყო - ვემზადებით ლუქსემბურგისთვის » სპორტის ხაზი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება დაიწყო - ვემზადებით ლუქსემბურგისთვის

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება დაიწყო - ვემზადებით ლუქსემბურგისთვის
19-03-2024, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფისთვის მზადება დაიწყო.

18 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე 21 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გველესიანი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია საწვრთნელ პროცესს 19 მარტს შეუერთდებიან.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩს ჩვენი გუნდი 21 მარტს, თბილისში, ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი