ყოველი ტურის შემდეგ ლა ლიგა ამავე ჩემპიონატში დაფიქსირებული შედეგების შესახებ მოპოვებულ სტატისტიკას აახლებს.
როგორც წესი, გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატში შესრულებული მოგერიებებით TOP 10-ში ადგილს მუდმივად იკავებდა, თუმცა ახლა გიორგის პოზიცია დაქვეითდა.
განახლებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ნაკრებისა და ვალენსიას მეკარე მე-12 ადგილს 78 მოგერიებით იკავებს (საშუალოდ თამაშში 2.89).
სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ნაკლები მოგერიების შესრულებას ვალენსიას მოძლიერებაც განაპირობებს, რომელიც სულ უფრო და უფრო ნაკლებად აძლევს მეტოქეს შესაძლებლობას, რომ გიორგის კარის მიმართულებით დაარტყას.