"ეს ხალხი ვერ ხვდება თუ ვინ ვარ მე" - რომან დოლიძის ბრძოლისშემდგომი ინტერვიუ მაიკლ ბისპინგთან » სპორტის ხაზი

"ეს ხალხი ვერ ხვდება თუ ვინ ვარ მე" - რომან დოლიძის ბრძოლისშემდგომი ინტერვიუ მაიკლ ბისპინგთან

"ეს ხალხი ვერ ხვდება თუ ვინ ვარ მე" - რომან დოლიძის ბრძოლისშემდგომი ინტერვიუ მაიკლ ბისპინგთან
30-10-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ ლას ვეგასში UFC-ის მორიგი ღონისძიებაზე ამერიკელ ფილ ჰოუსთან იჩხუბა და კარიერაში მე-11 ბრძოლა მოიგო. ქართველმა სპორტსმენმა შესანიშნავად იასაპარეზა და დაპირისპირება პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაასრულა.

მატჩის შემდეგ, 34 წლის სპორტსმენმა ინტერვიუ მაიკლ ბისპინგს მისცა, სადაც განაცხადა.

"მე მაქვს საიდუმლო და ეს შენ ხარ (მაიკლ ბისპინგს მიმართვს). იმიტომ, რომ როდესაც ბოლოს ვიჭიდავე შენ თქვი, რომ არავის მოვეწონებოდი. ამის შემდეგ მე ვთქვი, კარგი ბისპინგ ამას ვნახავ. ბოლო ბრძოლის დროს შენ გეძებდი, მაგრამ სხვა იყო კომენტატორი, ამიტომ ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა. მიხარია, რომ აქ ხარ და ეს ყველაფერი ნახე.

ბრძოლის დროს ფილ ჰოუსს ფეხი ამოუვარდა, ამაზე რომანმა განაცხადა - "მე გამოცდილი გრაპლერი ვარ, ფეხის ამოვარდნის ხმა გავიგე და ხელი გავუშვი, ვიცი თუ როგორი მტკინვეულია ეს ყოველივე. მეგონა ბრძოლა გაჩერდებოდა, თუმცა ის გამბედავი აღმოჩნდა და შეხვედრა გააგრძელა. მაგრამ ეგ არის, თუ არ დანებდები - გაგთიშავ.

ეხ ხალხი ვერ ხვდება თუ ვინ ვარ მე, ჯობს უკეთესი ორთაბრძოლები მომცენ. დღეს პოსტერიც კი არ ავიღე, რადგან მინდა ამ პოსტერზე ჩემი სახე იყოს. მადლობა ყველას, შემდგომში ტოპ 15-ის მებრძოლი მინდა" - თქვა დოლიძემ.


იხილეთ ქართველის გასაოცარი ნოკაუტი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი