"ახლა მთავარი ერთიანობაა" - ალექსანდრე იაშვილი ლუქსემბურგთან მატჩამდე » სპორტის ხაზი

"ახლა მთავარი ერთიანობაა" - ალექსანდრე იაშვილი ლუქსემბურგთან მატჩამდე

"ახლა მთავარი ერთიანობაა" - ალექსანდრე იაშვილი ლუქსემბურგთან მატჩამდე
14-03-2024, 02:26
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლუქსემბურგთან გასამართი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩისთვის მზადებას 18 მარტს დაიწყებს.

შეკრების დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გარდა, სფფ-ს ვიცე პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმაც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა:

"ჯაბა კანკავა მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს შენი ქვეყნის სახელით თამაში და გეცვას შენი ეროვნული გუნდის მაისური. გადამწყვეტ თამაშში მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანის გუნდში ყოფნა. მთავარ მწვრთნელთან ერთად ვიყავით ბრატისლავაში, ვესაუბრეთ ჯაბას და სასიხარულოა, რომ მისგან საოცარი ემოცია წამოვიდა. ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენთან ერთად არის და ნაკრებს დაეხმარება მიზნების მიღწევაში."

"ახლა მთავარი ერთიანობაა, რადგან ყველას ერთი მიზანი გვაქვს - ავისრულოთ ოცნება და ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე. ამისთვის, ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე, დავეხმაროთ ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ, დასახული მიზნის მიღწევა შეგვიძლია.

ფეხბურთელებთან ადრეც დავდიოდით და ამ შეკრებამდეც ვესტუმრეთ მათ საკლუბო მატჩებზე. მოთამაშეებთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეულმა ფეხბურთელმა იცის ამ თამაშის მნიშვნელობა და ყველა მზად არის ფიზიკურად და მენტალურად მოახლოებული პლეი-ოფისთვის. სიახლეა, რომ ნაკრები საგურამოში, სასტუმრო სევსამორაში გაივლის შეკრებას, სადაც 21-წლამდე ნაკრები ემზადებოდა ევროპის ჩემპიონატის დროს და ამ მხრივ კარგი გამოცდილება გვაქვს. იქნება დახურული ტერიტორია, სადაც ფეხბურთელებს ყველანაირი პირობა ექნებათ თამაშებისთვის მოსამზადებლად. ევროპის ჩემპიონატისთვის საგურამოში ახალი საფარი გაკეთდა, რომელიც საუკეთესო მდგომარეობაშია და ვფიქრობ, რომ ნაკრები ქალაქგარეთ, მშვიდ გარემოში საკმაოდ კომფორტულად იქნება."
- თქვა იაშვილმა. (nakrebi.ge)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი