"ბარსელონასთან ეს ძალიან ცოტაა" - ლიგაზე კვარაცხელიას თამაშს აკრიტიკებენ » სპორტის ხაზი

"ბარსელონასთან ეს ძალიან ცოტაა" - ლიგაზე კვარაცხელიას თამაშს აკრიტიკებენ

"ბარსელონასთან ეს ძალიან ცოტაა" - ლიგაზე კვარაცხელიას თამაშს აკრიტიკებენ
14-03-2024, 00:48
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალში ნაპოლი ბარსელონასთან 1:3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

იტალიურმა მედიამ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში არც ისე კარგად შეაფასა.

"ევროსპორტი"- "კუნდე ყოველთვის აჩერებს და ის ნერვიულობს. პირველ ტაიმში ცუდი იყო,მატჩის ბოლოსაც ჰქონდა ერთი საგოლე შანსი. ამ მატჩში მას ბევრი პაუზები ჰქონდა".

"კალკიომერკატო" - "ბარსელონას წინააღმდეგ ეს ძალიან ცოტაა, მეტის გაკეთება იყო საჭირო მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. საგოლე მომენტებიც ვერ გამოიყენა".

"კალკიონაპოლი"- "მისი მოქმედებებით ბევრი საგოლე მომენტი შეიქმნა და მეორე ტაიმის დასაწყისში თვითონაც ახლოს იყო გოლთან. სამწუხაროდ, თავისი მაგიით წარმატებას ვერ მიაღწია. გალიაში ჩაკეტილი იყო".

"ტუტონაპოლი" - "მცირე სივრცეები ჰქონდა. 46-ე წუთზე ახლოს იყო გოლთან, ბოლოსკენ ოლივერას ხარიხის მომენტში პასი გაუკეთა. გოლთან ახლოს იყო მსაჯის მიერ დამატებულ დროშიც".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.