როგორც იცით, 21 მარტს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეიოფს ლუქსემბურგის წინააღმდეგ დინამო არენაზე გამართავს.
აღნიშნული მატჩის მოგების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ყაზახეთისა და საბერძნეთის მატჩში გამარჯვებულს დაელოდება, იქ მოგების შემთხვევაში კი ევრო 2024-ზე ოფიციალურად ითამაშებს.
მოდით, იქამდე Transfermarkt-ის მონაცემებს გავეცნოთ, რომლის მიხედვითაც ლუქსემბურგისა და საქართველოს ნაკრებთა ჯამური ღირებულება (ცალ-ცალკე) ასე გამოიყურება:
ლუქსემბურგი - 29.28 მილიონი
საქართველო - 152.65 მილიონი