გუშინდელი სერია A-ს შეხვედრა ნაპოლისა და ტორინოს შორის შედგა, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა.
ნაპოლის მხრიდან თავის გამოჩენა ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო, რომლის გასანეტრალებლადაც საბა საზონოვი ტორინოს მწვრთნელმა მეორე ტაიმში ათამაშა.
აი, რას ამბობს ქართველი მცველის შესახებ ივან იურიჩი:
"საზონოვის მოედანზე შეყვანა არა მარტო ჯიჯის ტრავმის გამო, არამედ იმიტომაც გადავწყვიტეთ, რომ კვარაცხელიას კარგად იცნობს. შემდეგ კვარას პოზიცია შეუცვალეს და გეგმის შეცვლა ჩვენც მოგვიწია. საბა არის ბიჭი, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობს", - თქვა ტორინოს დამრიგებელმა