კახა კალაძემ იტალიურ მედიასთან საუბარში მილანში ტრანსფერი და მასთან დაკავშირებული გარემოებები გაიხსენა:
"სანამ მილანში გადავიდოდი, იქამდე ბაიერნთან მქონდა მოლაპარაკებები. მილანში ტრანსფერამდე ბაიერნში რუმენიგესთან ჩავედი და ტრანსფერის განხორციელებამდე მხოლოდ ფორმალური მხარე რჩებოდა მოსაგვარებელი."
"ბაიერნიდან კიევში დაბრუნებულს რეზო ჭოხონელიძემ (მილანის ყოფილი სელექციონერი) მითხრა, რომ მილანში თამაში აჯობებდა, სადაც ადრიანო გალიანი უკვე მელოდებოდა კიდეც."
"სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც საბოლოო არჩევანი იტალიურ კლუბზე გავაკეთე", - ამბობს კახა კალაძე