ინგლისის ჩემპიონშიპის რიგით 36-ე ტურის შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდმა სუონსის უმასპინძლა და მატჩი ფრდ, 1:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მინდორზე 43-ე წუთზე ჩაერთო და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთებაც შეძლო.
აი, რა თქვა გიორგი ჩაკვეტაძეზე მისი გუნდის დამრიგებელმა:
"გიორგიმ გასულ კვირას მოირჩინა მუხლის დაზიანება. ასე რომ, ის ახლა უფრო და უფრო ენერგიულია. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ ფეხბურთელს ვფლობთ, რადგან ის ჩვენთანაა. გიორგი კარგად შემოვიდა, ისევე, როგორც ისმაელ კონე", - თქვა ვალერიენ ისმაელმა