მერაბ დვალიშვილის გარემოცვა ოფიციალურად ადასტურებს, რომ ქართველი სპორტსმენი შონ ო'მალისა და მარლონ ვერას სატიტულო ბრძოლას დააზღვევს.
ზემოაღნიშნული ორი მებრძოლის დაპირისპირება 10 მარტს სუპერმსუბუქი კატეგორიის ფარგლებში შედგება, წონას კი მერაბ დვალიშვილიც ჩააბარებს იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე მათგანს პრობლემა ექნება. თუ ასე მოხდა, მაშინ ჩამნაცვლებელი სწორედ დვალიშვილი იქნება.
შონ ო'მალისა და მარლონ ვერას უკანასკნელი დაპირისპირება 4 წლის წინ შედგა, რომელიც ტექნიკური ნოკაუტით ვერამ მოიგო.