პირველ მარტს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო და გუნდებმა სადებიუტო შეხვედრები გამართეს.
გუშინდელ მატჩში ქუთაისის ტორპედომ სამტრედიას უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 4:1 დაამარცხა, ქუთაისელთა რიგებში კი ერთ-ერთი გოლი ნაკრებში გამოძახების კანდიდატმა, გიორგი არაბიძემ გაიტანა.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე სტივ კინს სწორედ გიორგი არაბიძის შესახებ ჰკითხეს, მან კი შემდეგი რამ თქვა:
"გიორგი არაბიძე? მე არ უნდა მისვამდეთ კითხვას მის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით, რადგან არ ვარ ნაკრების მწვრთნელი. ტორპედოს ვწვრთნი და ბოლო 7-8 თვეში მისი პროგრესით მოხარული ვარ. შესაძლოა, ვინმე თვლის, რომ არაბიძე მხოლოდ ბურთითაა ეფექტური, თუმცა ასე არ არის. ვაკეთებთ ანალიზს, უბურთოდაც ვნახულობთ მის მონაცემებს.. ძალიან მაღალ დონეზეა. მესმის გულშემატკივრის პოზიციის და მათ ვეთანხმები, თუმცა მე ეროვნულ ნაკრებს არ ვწვრთნი", - თქვა სტივ კინმა