"ვის უნდა ეჩხუბოს ილია? საუკეთესო ვარიანტი სწორედ ისაა..." - ხაბიბი ილიას მომდევნო ჩხუბზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ვის უნდა ეჩხუბოს ილია? საუკეთესო ვარიანტი სწორედ ისაა..." - ხაბიბი ილიას მომდევნო ჩხუბზე საუბრობს

"ვის უნდა ეჩხუბოს ილია? საუკეთესო ვარიანტი სწორედ ისაა..." - ხაბიბი ილიას მომდევნო ჩხუბზე საუბრობს
1-03-2024, 23:44
Aa Aa
გაზიარება:

ხაბიბ ნურმაგომედოვმა თავისი მოსაზრება დააფიქსირა საკითხზე, თუ როგორ გადანაწილდა ორგანიზაციაში რამდენიმე ბრძოლა.

"ჰოლოუეის მიმართ პატივისცემის მიუხედავად, ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ ჩანიშნა UFC-იმ მისი და გეიჯის ბრძოლა. ამ დაპირისპირებას უბრალოდ აზრი არ აქვს. მაქსი უნდა ყოფილიყო თოფურიას შემდეგი მეტოქე სექტემბერში, ჯასტინს კი წესით უნდა ეჩხუბა მახაჩევთან მაისში ან ივნისში. ასე უფრო ლოგიკური იქნებოდა.

ისლამისა და გეიჯის შორის გამარჯვებული კი მოგვიანებით ოლივეირა - ცარუკიანის შორის მოგებულს შეხვდებოდა. ვის უნდა ეჩხუბოს ახლა ილია? საუკეთესო ვარიანტად მიმაჩნია ევლოევი, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მისცემს მას უაიტი სატიტულო ბრძოლას. ჩემი აზრით, ის ამ ყველაფერს ნამდვილად იმსახურებს"
- თქვა დაღესტნელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი